ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდება, ის საავადმყოფოში თამაშობს და ფილმებს უყურებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ოფისმა განაცხადა. პრემიერი საყვარელ ფილმებს უყურებს, რომლებიცაა: „უითნეილი და მე“ და ასევე „ბეჭდების მბრძანებლის“ ტრილოგია. ჯონსონი კორონავირუსთან ბრძოლის პარალელურად სუდოკუს ამოხსნითაც არის დაკავებული, - ამის შესახებ ინფორმაციას skynews ავრცელებს.
6 აპრილს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი საავადმყოფოში 5 აპრილს გადაიყვანეს. ასეთი ნაბიჯი სპეციალისტებმა სიფრთხილის გამო მიიღეს, რადგან ჯონსონს კორონავირუსის სიმპტომები 10 დღის განმავლობაში ჰქონდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.