ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი შვილების სკოლაში შეყვანაზე შეთანხმდნენ

ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი შვილების სკოლაში შეყვანაზე შეთანხმდნენ

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ურთიერთობა უკვე ბოლო რამდენიმე წელია, დრამატულობით გამოირჩევა, თუმცა ყოფილი ცოლ-ქმარი მაინც აღწევს კონსესუსს, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე შვილებს ეხება. ამჯერად, ცნობილი ხდება, რომ წყვილმა შვილების ჩვეულებრივ სკოლაში შეყვანის გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღო.

შეგახსენებთ, რომ წყვილის უფროსი შვილი - მედოქსი განათლებას კორეაში იღებს (თუმცა ამჟამად პანდემიის გამო შინ იმყოფება), შესაბამისად, გადაწყვეტილება მის და-ძმებს - 16 წლის პაქსს, 15 წლის ზაჰარას, 13 წლის შაილოსა და 11 წლის ტყუპებს - ვივიენსა და ნოკსს ეხებათ.

როგორც ირკვევა, აქამდე ბავშვები განათლებას სახლში, კერძო მასწავლებლების დახმარებით იღებდნენ, რაც ვარსკვლავების ცხოვრების სტილმა განაპირობა, რადგან ისინი სამსახურიდან გამომდინარე, რეგულარულად მოგზაურობდნენ მსოფლიოს გარშემო. ახლა კი, როცა გაცილებით მეტ დროს უთმობენ ოჯახს, შეუძლიათ შვილების სკოლაში სიარულიც უზრუნველყონ.