პრინცმა უილიამმა და კეიტ მიდლტონმა სკოლის მოსწავლეები ვიდეოზარის მეშვეობით გაამხნევეს

პრინცმა უილიამმა და კეიტ მიდლტონმა სკოლის მოსწავლეები ვიდეოზარის მეშვეობით გაამხნევეს

კემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ ერთ-ერთი ბრიტანული სკოლის პედაგოგებს და მოსწავლეეს სიურპრიზი მოუწყვეს. ამის შესახებ CNN-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კეიტი და უილიამი კასტერტონის აკადემიას ვიდეოზარის მეშვეობით დაუკავშირდნენ. სკოლაში ქვეყნის ჯანდაცვის სამსახურის მოსწავლეები სწავლობენ. ბავშვებმა სამეფო ოჯახის წევრებს სააღდგომოდ შექმნილი ნახატები და ხელნაკეთი ნივთები აჩვენეს, უილიამი და კეიტი მასწავლებლებსაც გაესაუბრნენ.

ბრიტანეთში სკოლების დიდი ნაწილი კორონავირუსის გამო დახურულია. მუშაობას ის დაწესებულებები აგრძელებენ, სადაც სახელმწიფო და ჯანდაცვის სისტემის თანამშრომლების შვილები სწავლობენ.