დასახელდა მსახიობები, რომლებმაც უარყოფითი როლი ყველაზე ბევრჯერ შეასრულეს

დასახელდა მსახიობები, რომლებმაც უარყოფითი როლი ყველაზე ბევრჯერ შეასრულეს

მსახიობი, რომელმაც უარყოფითი პერსონაჟი ყველაზე ბევრჯერ ითამაშა, რობერტ დე ნიროა. ამის შესახებ Independent-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ის კინემატოგრაფიაში უარყოფით როლში 19-ჯერ გამოჩნდა. მეორე ადგილს რეიტინგში პიტერ სტორმარე იკავებს, მესამე ადგილზე კი - რონ პერლმანია.

ათეულში ასევე მოხვდნენ ტიმ კარი, ჯეიმს ვუდსი, ვინ ჯონსი, გარი ოლდმანი, კრისტოფერ უოკენი, მალკოლმ მაკდაუელი და სამუელ ჯექსონი.