ლევან გოფოძე: აგრესიული ტესტირება ჟურნალისტებსაც ჩაუტარდებათ

ლევან გოფოძე: აგრესიული ტესტირება ჟურნალისტებსაც ჩაუტარდებათ

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, აგრესიული ტესტირებით ჟურნალისტებსაც შეამოწმებენ. როგორც ლევან გოფოძე განმარტავს, მედიის წარმომადგენლები, ისევე როგორც ექიმები. მაღალი რისკის ჯგუფში არიან.

„ეს არის მედიცინის სფეროს წარმომადგენლები, ესენი არიან ასევე ჟურნალისტები, რომლებიც ასევე მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან და ხდება გამოყოფა სხვა ჯგუფებისაც. ეს არის მომსახურების სფერო და ა.შ. ეს სრულიად ადეკვატურია, თუ გადავხედავთ მსოფლიოს გამოცდილებას“ - განაცხადა ლევან გოფოძემ.

დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა იმ ჯგუფთა ჩამონთვალი, ვისაც აგრესიული ტესტირება ჩაუტრადება.