გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობის სახელით 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობის სახელით 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საქართველოს მთავრობის სახელით 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„ჩვენ, ჩვენი გმირების ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ ყოველთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ ეს მსხვერპლი გაღებული იყო იმისთვის, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ წარმატებული, ეფექტური სახელმწიფო და ეს ბოლო წლები, ამ სახელმწიფოს შექმნის პროცესი უნდა იყოს უფრო ეფექტური და წარმატებული“, - ამის შესახებ გიორგი გახარიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.