გია გაბრიჭიძე:

გია გაბრიჭიძე: "ეჰ, არ გამოვა მათემატიკოსი ამ კაცისგან, არც ქრისტე, რომელმაც მდიდრის გაღებული თანხა ქვრივის შეწირულობას შეადარა"

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე, ანალიტიკოს არჩილ გამზარდიას ერთ-ერთ „ფეისბუქის“ პოსტს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„100 000 000 GEL / 5 000 000 000 $ = 0,6 %

რეკომენდაცია: წაიკითხეთ სულხან-საბა ორბელიანის “ყველაზე გულუხვი” – წერს არჩილ გამზარდია.

ყოველგვარი ფილოსოფიურ-მათემატიკური შესავლის გარეშე პირდაპირ ვიტყვი – სრული სისულელე და ელემენტარული მათემატიკის სრული არცოდნა

არ დავიწყებ იმაზე ფიქრს და მსჯელობას, თუ რატომ ითვლის სხვის მიერ გაღებულ თახებს, რადგანა ყველამ კარგად იცის

უბრალოდ მინდა დათვლის იმ პრინციპზე დავწერო, რომელიც ხაზს უსვამს იმას, რომ გადმორიცხული თანხა შესაძლებელთან ძალიან მცირეა, ანუ „სულ რაღაც 0.6%“

არადა ამოცანის ამოხსნა მოცემულობის შემცირებით, სრული სისულელეა, რადგან თუ სწორი პასუხის მიღება გსურს, მაშინ უნდა ჩაამატო ივანიშვილის მიერ ჯანდაცვის სფეროში გაღებული 500 000000 (ხუთასი მილიონი), ის 3 მილიარდი დოლარი (დოლარი!!!), რაც გაღებული აქვს და ასევე აუცილებლად, ვიმეორებ – აუცილებლად უნდა ითქვას იმ თანხის შესახებ, რომლის ოდენობა ჯერ უცნობია, რომელიც დევს და საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად იქნება.

ეჰ, არ გამოვა მათემატიკოსი ამ კაცისგან, არც ქრისტე, რომელმაც მდიდრის გაღებული თანხა ქვრივის შეწირულობას შეადარა და რაც შეეხება სულხან-საბას, იქ ერთი კარგი იგავიც არის – „კუ და მორიელი“