პრემიერის ინფორმაციით, აშშ-დან სკოლის მოსწავლეებს ხვალ სპეცრეისით ჩამოიყვანენ

პრემიერის ინფორმაციით, აშშ-დან სკოლის მოსწავლეებს ხვალ სპეცრეისით ჩამოიყვანენ

აშშ-ში მყოფი ქართველი სკოლის მოსწავლეები საქართველოში სპეცრეისით ჩამოვლენ.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ ერთი კვირის, 10 დღის განმავლობაში ვმუშაობდით ერთობლივად და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სკოლის 79 ქართველი მოსწავლე, რომელიც დღეს იმყოფება აშშ-ში, სპეციალური საშუალებებით გამოვიყვანოთ. რეისი შედგება დოჰაში, რომელსაც თავის თავზე იღებს ამერიკული მხარე, დოჰიდან თბილისში ჩამოყვანას უზრუნცელყოფს საქართველოს მთავრობა. ასევე სომხეთიდან იყო თხოვნა და ამ რეისით ასევე გამოვიყვანთ 35 სომხეთის მოქალაქეს, ასევე სკოლის მოსწავლეს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მან სტრატეგიულ პარტნიორს და ამერიკის ელჩს კელი დეგნანს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

Maverick გაერჭოთ ნაცბოზბანდის ნიანგის ცრემლებით მოტირალებს, მიჰუის, ვაშაძეებს, საქართველოში და საზღვარგარეთ "მოღვაწე" მათ სატელიტ საეჭვო წარმოშობის ვირუსებს და ტროლებს!
4 წლის უკან