ვეტერანმა იტალიელმა თავდამსხმელმა პაოლო დი კანიომ განაცხადა, რომ „ვესტ ჰემში“ თამაშის დროს „მანჩესტერ იუნაიტედი“ და პირადად სერ ალექს ფერგიუსონი იწვევდა, მაგრამ უარი თქვა.
„ფერგიუსონის ზარი? თავიდან ვფიქრობდი, რომ რომელიმე ჩემი იტალიელი მეგობარი ხუმრობდა... ასეთ მომენტში ხვდები, რომ თავს მშვენივრად და ძლიერად გრძნობთ. „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ დაგირეკეს... თუმცა მე ფერგიუსონს უარი ვუთხარი და ეს რა თქმა უნდა, უცნაური იყო.
ფერგიუსონს ვუთხარი: „უღრმესი მადლობა, მაგრამ არ შემიძლია, „ვესტ ჰემი“ ჩემი ოჯახია, აქ ნდობა გამომიცხადეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდ პერიოდში, არ შემიძლია დავტოვო“. მან კი მიპასუხა: „პაოლო ამას დიდ პატივს ვცემ, შენნაირი ადამიანები მიყვას, შენ ნამდვილად ისეთი ხასიათი გაქვს, რომელიც აქამდე მეგონა, რომ გქონდა“.
საბოლოოდ „ვესტ ჰემში“ დავრჩი და ეს არასდროს მინანია, მიუხედავად იმისა, რომ „მანჩესტერი“ უამრავ ტიტულს იგებდა. არასდროს გავცვლიდი იმ ტიტულებში „ვესტ ჰემის“ მაისურს, რომელიც 4.5 წელი მეცვა“, - თქვა დი კანიომ.
შეგახსენებთ, რომ იტალიელი თავდამსხმელი „ჩაქუჩების“ ღირსებას 1998-2003 წლებში თამაშობდა და 141 შეხვედრაში 51 გოლი გაიტანა. რაც შეეხება ფერგიუსონისთვის ნათქვამ უარს, 2001 წლის ზაფხულის მოვლნები გაიხსენა.