კორონავირუსის პანდემიის დროს მნიშვნელოვანია ვიზრუნოთ საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე, რადგანაც თვითიზოლაცია თითოეული ჩვენგანის ფსიქიკაზე მოქმედებს. თუმცა, საჭიროა ეს სიტუაციაც ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ, გავიაზროთ რომ ის არც ისე ცუდია და აღარ გვქონდეს განცდა თითქოს საკმარისს არ ვაკეთებთ. საიდუმლო იმაშია, რომ სულაც არ გჭირდებათ იყოთ პროდუქტიული. გაითვალისწინეთ ეს რჩევები, სანამ საკუთარ თავს პროდუქტიულობას მოსთხოვთ - იმიტომ რომ ეს ჩვეულებრივი პერიოდი არაა. ცნობილი ფსიქოლოგი მერი ჰოანგი გვამხნევებს განწყობის ასამაღლებლად.
გახსოვდეთ, რომ ეს ყველაფერი მალე დამთავრდება!
იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან იმის შესახებ თუ რას გრძნობთ
თუ გაქვთ განცდა, რომ პროდუქტიულობა პოტენციურად საკუთარ გრძნობებს გაშორებთ, ჰოანგს სჯერა, რომ აბსოლიტურად ნორმალური და სასარგებლოა თუ გარკვეულ დროს საკუთარ ფიქრებს დაუთმობთ, რაც არ უნდა დამაბნეველნი იყვნენ ისინი.
კარგი იქნება თუ ამ დისტანციის დროს თქვენ ნამდვილ გრძნობებს დაუბრუნდებით: „ახლა საუკეთესო დროა რომ შეჩერდეთ და ჩაიხედოთ საკუთარ სულში - ეს შეიძლება ემოციების ტალღა იყოს: მოწყენილობა, მადლიერება, დანაკარგი, სიბრაზე, ცნობისმოყვარეობა. მიეცით თავს საშუალება პატივი სცეს საკუთარ ემოციურ გამოცდილებას, შეიგრძნოს ის სხეულითა და გონებით, იმის მაგივრად რომ გადაიტანოს ყურადღება პროდუქტიულობაზე.“-წერს მერი.
ნუ დააძალებთ თავს იყოთ პროდუქტიული
ბევრ ჩვენგანს პროდუქტიულობა კმაყოფილების შეგრძნებას გვანიჭებს, მაგრამ პანდემიის დროს დღის ჩვეული აქტივობები შეფერხებულია და ნუ ფიქრობთ რომ კრახს განიცდით გქონდეთ სრულყოფილი, ორგანიზებული ცხოვრება. ყველანი ერთ ნავში ვართ!
„ბევრი რჩევა იწერება რა უნდა გააკეთოთ და რა არ უნდა გააკეთოთ ამ დროს. გარდა მთავარი რჩევებისა: დარჩეთ სახლში და დაიბანოთ ხელები, ყველაფერი უარყავით და გააკეთეთ ის, რაც საკუთარი თავისთვის სწორად მიგაჩნიათ ამ პერიოდში.
„არაა საჭირო დაწეროთ სცენარი, მიმართოთ 1 საათიან მედიტაციას, ბავშვებს შექსპირი ზეპირად ასწავლოთ. იპოვნეთ აქტივობები, რომლებიც დაგეხმარებათ თქვენ და თქვენს ოჯახს თავი უბრალოდ დაცულად იგრძნოთ.
ეს ყველასთვის სხვადასხვანაირი იქნება. შეიძლება იყოს მუსიკის მოსმენა, კითხვა, ხატვა, ჟურნალების წაკითხვა, საჭმლის მომზადება, ფილმის ყურება და აშ. გახდით ცნობისმოყვარე და იპოვნეთ აქტივობები, რომლებიც პირადად თქვენთვის მუშაობს.“
იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან, მეგობრებთან და იმ ადამიანებთან, რომლებთანაც ცხოვრობთ.
ამ პერიოდში გულწრფელობას და მოწყვლადობას ბევრი სარგებელი მოაქვს. თუ ღიად ისაუბრებთ საკუთარ თავზე, უკეთესი ურთიერთობა გექნებათ სხვებთან და უკეთესი განცდა დაგეუფლებათ, როცა ისინიც გაიხსნებიან თქვენთან.
„იქონიეთ რეალური საუბრები. მართალია ფიზიკური კონტაქტის მხრივ შეზღუდულები ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ გვქონდეს გულწრფელი სოციალური კონტაქტი. ბევრი ჩვენგანი ახლა დასევდიანებული, გულგატეხილი, შეშინებული და დასტრესილია. მნიშვნელოვანია რეალურები ვიყოთ ადამიანებთან და ვანდოთ ჩვენი ფიქრები რას ვგრძნობთ და რა გამოცდილებას ვიღებთ ამ მომენტში. შესთავაზეთ მოსმენა გაკიცხვის გარეშე, მათაც მნიშვნელოვნად მოეშვებათ თუ მოუსმენთ.