მამა შალვა: ეს ვირუსი იმდენად საშიში არ არის, რამდენადაც ადამიანის სულის სიკვდილი

მამა შალვა: ეს ვირუსი იმდენად საშიში არ არის, რამდენადაც ადამიანის სულის სიკვდილი

ეს ვირუსი იმდენად საშიში არ არის, რამდენადაც ადამიანის სულის სიკვდილი, - ამის შესახებ ვაკის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსით გამოწვეული ფიზიკური სიკვდილის შიშის გამო მთელი მსოფლიო გაჩერდა. ყველა ადამიანისთვის დადგება დრო, როდესაც ის უფლის წინაშე უნდა წარსდგეს.

„შენს სხეულს, რომელსაც ასე ზრდიდი და პატრონობდი, მიწა შეჭამს და ღმერთთან წარსდგები. მერე რაღა გექნება ღმერთთან მისატანი. რომ მეუბნები, რომ მე არ შემიძლია, ხორციელი სიამოვნების გარეშე ცხოვრება. არ შეგიძლია და დაიღუპები! თუ არ მოითმენ ამ ცოდვას, ხვალ ის ცოდვა შეგჭამს შენ. დღეს თუ ამ ცოდვაზე უარს არ იტყვი, დღეს თუ შენ ამ ცოდვაზე არ გაიმარჯვე, ხვალ ის ცოდვა შენი მტერი გახდება. შენი სიკვდილის საწყისი გახდება ის ცოდვა. საშიში ეს არის. დამიჯერეთ, ეს ვირუსი იმდენად საშიში არ არის, რამდენადაც ადამიანის სულის სიკვდილი“, - განაცხადა მამა შალვამ.