ვახტანგ გომელაური: ალბათ ისე შევჯერდებით, რომ კანონს არც ჩვენ დავარღვევთ და არც ეკლესია

ვახტანგ გომელაური: ალბათ ისე შევჯერდებით, რომ კანონს არც ჩვენ დავარღვევთ და არც ეკლესია

სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებაზე საპატრიარქოსთან ბოლომდე არ შევჯერებულვართ - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნლისტებს განუცხადა.

„დარწმუნებული ვარ შევჯერდებით ისე, რომ არც კანონი დაირღვეს და მომლოცველები მოვიდნენ და ილოცონ. ალბათ შევჯერდებით ისე, რომ არ დავარღვევთ კანონს არც ჩვენ და არც ეკლესია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საპატრიარქო ძალიან კარგად გვეთანამშრომლება, ერთად ვმუშაობთ ამ პრობლემის წინაშე, გვერდში გვიდგანან მეუფეებიც, უწმინდესიც და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო საპატრიარქოს გვერდში დგომისთვის“, - განაცხადა გომელაურმა.

მინისტრის თქმით, სასულიერო პირები თავად მოუწოდებენ მრევლს არ დაარღვიონ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები.

"ესენი არ არღვევენ კანონს და ყველაზე კარგად იცავენ, მერწმუნეთ, თუნდაც ეკლესიაში იმ დისტანციას, რასაც ჩვენ ახლა ვარღვევთ, სამწუხაროდ. მე ხაზი გავუსვი, რომ შევთანხმდებით საპატრიარქოსთან. თვითონ მეუფეებიც მოუწოდებენ, რომ არ დაარღვიონ კანონი", - განაცხადა გომელაურმა.