ანალიტიკოსი სოსო მანჯავიძე სოციალურ ქსელში წერს:
“ყველაზე მეტად რა მიკვირს, იცით? ბიძინა ივანიშვილს, როგორც წესი, ყველაზე მწარედ ის ხალხი რომ აკრიტიკებს და გესლავს, ვინც განსაკუთრებით ბევრს გამორჩა მას. ხოლო მათ ასეთ უცნაურობას, ასევე, როგორც წესი, ის ხალხი პასუხობს, ვისაც ეს საოცარი მოვლენა ეხამუშება. ზოგი მისგან ნაჩუქარი სახლიდან ლანძღავს მას, მის ნაჩუქარ ჯიპში ჩაჯდომისას, ზოგი კიდევ ახლად სიკვდილს გადარჩენილი მისგან დაფინანსებული ოპერაციით.
რომელი ერთი ჩამოვთვალო.
ახლა კიდევ ერთი ამბიციებით გადატვირთული ახალგაზრდა, რომელსაც თავი პრეზიდებტად წარმოედგინა, აღმოჩენას აკეთებს, რომ 100 მილიონი 5 მილიარდის 0.6 %-ა.
ცნობისთვის, 5 მილიარდი ქონებაა, თანხა შემოსავლიდან ირიცხება და არა ქონებიდან. გარდა ამისა, ჩარიცხა ეს ფული, ხომ არსად წაუღია, ან ვინმესთვის ხომ არ გამოურთმევია.
თანხა ხომ კონკრეტულ ადამიანებს მოხმარდება. თქვი რა, ადამიანურად,რომ ეს კარგია. თუ არ შეგიძლია,გაჩუმდი მაინც.
მაგრმ ეა აზრი აქვს მგლის თავზე,სახარებას კითხულობდნენო- ამათზეა ნათქვამი.“