ამერიკულ MLS-ში 2019 წლისა დ 2020 წლის საწყისი ორი ტურის მიხედვით საუკეთესო დრიბლიორი „სან ხოსეს“ ქართველი შემტევი ვაკო ყაზაიშვილია. ამისშესახებ Missoccer-ი იტყობინება.
ყაზაიშვილმა 2019-2020 წლებში 100 წარმატებული დრიბლინგი განახორციელა, რაც მცდელობის 68.97%-ია. მესამე ადგილს მისი თანაგუნდელი კრისტიან ესპინოსა 81 დრიბლინგით იკავებს, ხოლო მეორე ადგილზე ცნობილი მექსიკელი ფეხბურთელი კარლოს ველაა, რომელსაც ყაზაიშვილი 5 დრიბლინგით სჯაბნის.
აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ვაკომ MLS-ში ორ შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა, ხოლო „სან ხოსეს“ ღირსებას 2017 წლიდან იცავს და ამერიკულ გუნდში ჩატარებულ 84 მატჩში თავი 27-ჯერ გამოიჩინა.