რატომ

რატომ "დასცინოდნენ" სინდი კროუფორდს და რატომ ურჩევდნენ მას "უშნო დეტალის" სახიდან მოშორებას?

90-იანი წლების ამერიკელი ვარსკვლავის, ასევე მსახიობის და ტელეწამყვანის სინდი კროუფორდის განსხვავებული გარეგნობა და კარიერული წინსვლა ყოველთვის იყო საზოგადოებისა და უცხოური გამოცემების განხილვის საგანი.

თუმცა, ისეთ წარმატებულ სუპერმოდელსაც კი, როგორიც სინდი კროუფორდია, ბავშვობაში "დასცინოდნენ".

როგორ სინდიმ ნაომი კემპბელთან საუბრისას განაცხადა, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში, როდესაც მას სამოდელო კარიერა ახალი დაწყებული ჰქონდა, ყველა მის ხალზე საუბრობდა და ეუბნებოდა, რომ თუ კარიერაში წინსვლა უნდოდა ის სასწრაფოდ უნდა მოეშორებინა, მოსაზრებას თავად მოდელის ორივე დაც კი იზიარებდა და სინდის Buauty Mark-ს სიუშნოვის ნიშანს უწოდებდა.