იტალიელმა პოლიციელებმა ქალი დააჯარიმეს, რომელიც დღის განმავლობაში მაღაზიაში 11-ჯერ შევიდა.
ამის შესახებ პორტალი Ilgiornale იტყობინება.
ინციდენტი ქალაქ გრადოში მოხდა. სამართალდამცველებმა ქალს ორჯერ სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, სახლში დარჩენილიყო, მას შემდეგ კი რაც მაღაზიაში მეთერთმეტედ დააპირა შესვლა, 280 ევროს ოდენობით ჯარიმა გამოუწერეს.