მიზეზი, რის გამოც პრინცი ჰარი ამერიკის მოქალაქეობის აღებას არ აპირებს

მიზეზი, რის გამოც პრინცი ჰარი ამერიკის მოქალაქეობის აღებას არ აპირებს

მიუხედავად იმისა, რომ 35 წლის პრინცი ჰარი 38 წლის მეგან მარკლთან ერთად ახლა უკვე ლოს-ანჯელესში ცხოვრობს, არ აპირებს ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას და ამის ვალიდური მიზეზიც აქვს.

როგორც ირკვევა, მოქალაქეობის მიღება პრინცი ჰარისგან მსხვერპლზე წასვლას საჭიროებს, მაგალითად, მას მოუწევს ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ყველა ტიტულის დათმობა და ამასთანავე, ამერიკის კანონმდებლობით მოწუევს ქვეყნის ხაზინაში საკუთარი მოგების წილის განთავსება.

თუ რა პირობებით იმყოფება წყვილი ახლა ამერიკაში უცნობია, თუმცა როგორც ყველა ბრიტანელს მათ აშშ-ში ცხოვრების უფლება 90 დღის განმავლობაში აქვთ.