31 წლის მსახიობი, ლილი კოლინსი მსოფლიოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მსგავსად თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, თუმცა, როგორც ჩანს ვარსკვლავმა იზოლაცია დაარღვია. მსახიობი შეყვარებულთან, ჩარლი მაკდოუელთან ერთად ბევერლი ჰილსის ქუჩებში შენიშნეს.
წყვილი პაპარაცების ობიექტივში ოთხფეხა მეგობართა, რადფორდთან ერთად მოხვდა. თვითიზოლაციის დარღვევის მიუხედავად წყვილი ხალხისგან საჭირო დისტანციას იცავდა.