შენი მეგობარი ან უბრალოდ ნაცნობი დღის განმავლობაში საყვარელ მამაკაცთან ერთად, სულ მცირე, 2 ფოტოსურათს მაინც ტვირთავს და უხსნის სოციალურ ქსელში სიყვარულს? ალბათ, ფიქრობ, რომ ძალიან ბედნიერები არიან, თუმცა ეს ასე არ არის.
გიზიარებთ, თუ რას არ აკეთებენ სინამდვილეში ბედნიერი წყვილები სოციალურ ქსელში.
მილიონობით ერთობლივი ფოტო და გაერთიანებული სახელები
ბედნიერი წყვილი სოციალურ ქსელში დღის განმავლობაში უამრავჯერ საერთო ფოტოს არ ტვირთავს, ამას დამატებული უცნაური წარწერებითა და პერსონალური გვერდისთვის დარქმეული საერთო სახელებით. დაიმახსოვრეთ, ჯანსაღი ადამიანები ასე არ იქცევიან სინამდვილეში.
ისინი თვალყურს არ ადევნებენ სოციალურ ქსელში ყოფილებს
როგორც თავიანთ ყოფილ პარტნიორებს, ისე საყვარელი მამაკაცის ყოფილ პარტნიორებს. ნამდვილი ბედნიერი წყვილი ასე არ იქცევა და არ ეჭვიანობს ყოფილზე. ვერ ვხვდებით, სინამდვილეში რა საჭიროა ასე მოქცევა?
ისინი არ ბლოკავენ ყოფილებს
რატომ ბლოკავენ ყოფილებს, ვერც ამას ვიგებთ. ამით სინამდვილეში დაანახვებთ, რომ ათვალიერებთ მათ ხშირად, გაინტერესებთ მათი ცხოვრების მიმდინარე პროცესები და ეს მეტ ტკივილს გაყენებთ. მართლა რაში გჭირდებათ ეს?
არ არკვევენ ურთიერთობებს კომენტარებში
თუკი არასოდეს გინახავს, თუ როგორ უტყდებიან სიყვარულში ერთმანეთს გოგო და ბიჭი კომენტარებში, მაშინ ძალიან გაგიმართლა. ასეთი წყვილებიც არსებობენ, თუმცა მსგავსი საქციელი ძალიან სულელურად გამოიყურება. პირველ რიგში, სულაც არ არის ლამაზი საჯაროდ ერთმანეთთან კომენტარებში ურთიერთობის გარჩევა, 14 წლის თინეიჯერები ხომ არ ხართ?
არ მალავენ სიახლეებს
ბედნიერი და ნორმალური წყვილები ერთმანეთისგან არ მალავენ სოციალურ ქსელში მეგობრებთან გადაღებულ ფოტოებს, პოსტებს, ვინაიდან ესმით, რომ ორივეს გააჩნია საკუთარი სივრცე და უფლება ინდივიდუალიზმის გამოსავლენად.
არ წუწუნებენ ერთმანეთზე
იმიტომ კი არა, რომ სირცხვილია, არამედ იმიტომ, რომ ეს სულელური საქციელია ყურადღების მისაპყრობად.
არ უტყდებიან ერთმანეთს სიყვარულში თითოეული ფოტოს ქვეშ
ყველა ფოტოს ქვეშ კომენტარებში არ არის საჭირო სიყვარულის ახსნა. დაურეკეთ და პირადად უთხარით. ბედნიერი წყვილები არ იწვევენ ერთმანეთს საჯაროდ კამათში, სერიიდან: "ძვირფასო, რა კარგია მე რომ ასეთი სულელი არ ვარ". ეს არ არის ჯანსაღი საქციელი. პირადში გაუგზავნეთ შეტყობინება, ხალხს ნუ აბეზრებთ თავს თქვენი გარჩევებით.