საფრანგეთში უსახლკარო კაცმა თვითიზოლაცია სუპერმარკეტში მოიწყო, სადაც ალკოჰოლს სვამდა და პორნოფილმებს უყურებდა

საფრანგეთში უსახლკარო კაცმა თვითიზოლაცია სუპერმარკეტში მოიწყო, სადაც ალკოჰოლს სვამდა და პორნოფილმებს უყურებდა

საფრანგეთის ქალაქ პოში უსახლკარო კაცმა თვითიზოლაცია სუპერმარკეტში მოიწყო, სადაც ალკოჰოლს სვამდა და პორნოფილმებს უყურებდა. ამის შესახებ გამოცემა Le Parisien-ი წერს.

პოლონეთის მოქალაქე სუპერმარკეტში ღამით შევიდა, კარები ჩაკეტა და ჯერ ვისკი, შემდეგ კი შამპანური დალია. ამის შემდეგ ის კომპიუტერთან დაჯდა და პორნოფილებს უყურებდა.

ნასვამი კაცი დილით სამსახურში მისულმა სუპერმარკეტის თანამშრომელმა აღმოაჩინა და პოლიცია გამოიძახა. უსახლკარო პოლონელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მან დრო იხელთა და 15 ათასი ევროს ღირებულების კარდიომონიტორინგის აპარატი დააზიანა.

ამის შემდეგ უსახლკარო კაცი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. უახლოეს დღეებში მის საქმეს სასამართლო განიხილავს.