ნანუკა ჟორჟოლიანს ქართველობა ”გაუტყდა”

ნანუკა ჟორჟოლიანს ქართველობა ”გაუტყდა”

ქართველ ტელეწამყვანს, ნანუკა ჟორჟოლიანს ქართველად ყოფნა "უტყდება". ჟურნალისტმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე თამარ გვერდწითელის სიმღერის ბმული გაიზიარა, სადაც მომღერალი იერუსალიმზე მღერის.

ბმულს ნანუკამ კომენტარიც დაურთო - "ბოლო დღეები ბევრს ვწერდი ისრაელზე! იმ დღეებში ჩემთვის ძალიან საყვარელ, მეგობარ, მშობლიურ ქვეყანას უჭირდა და ვცდილობდი სიმბოლური მხარდაჭერა მეჩვენებინა ისრაელისთვის! არ მეგონა თუ დადგებოდა დღე რომ ბოდიშის მოხდაც მომიწევდა! როგორც საქართველოს ერთ, რიგით მოქალაქეს!"

ტელეწამყვანმა გაზიარებულ ბმულის ქვემოთაც დააკომენტარა.

"ფუ პირველად მიტყდება, რომ ქართველი ვარ!" - დაწერა ნანუკა ჟორჟოლინმა.

პალესტინას გაერო-ში სტატუსი ”მუდმივი დამკვირვებლიდან” ”დამკვირვებელ სახელმწიფომდე” გაეზარდა. პალესტინის სტატუსის გაზრდას მხარი 138-მა ქვეყანამ, მათ შორის - საქართველომ დაუჭირა.