ცნობილი სერბი საფეხბურთო მწვრთნელი, რადომირ ანტიჩი გარდაიცვალა. ის 71 წლის იყო. ამის შესახებ Sun-ი წერს.
„ატლეტიკოს“, „რეალისა“ და „ბარსელონის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი პენსიაზე 2013 წლიდან გავიდა და ბოლო წლების განმავლობაში ავადმყოფობდა.
ანტიჩმა ყველაზე დიდ წარმატებას „ატლეტიკოსთან” ერთად მიაღწია, როდესაც ამ გუნდს 1995/1996 წლების სეზონში ორი ტიტული მოაგებინა. 1991/1992 წლებში სერბი მწვრთნელი „რეალს”, 2003 წელს კი „ბარსას” ხელმძღვანელობდა. ანტიჩის კარიერაში ბოლო სამუშაო ადგილი ჩინეთის „შანდუნ ლუნენი” იყო, რომელსაც 2012/2013 წლებში წვრთნიდა.