აშშ-ის იუსტიციის სამინისტრო მიიჩნევს, რომ ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრებმა 2018 და 2020 წლებში რუსეთსა და კატარში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ ქრთამი აიღეს. ამის შესახებ New York Times-ი პროკურორების საბრალდებო დასკვნაზე დაყრდნობით წერს.
ამ დასკვნის თანახმად, ჯეკ უორენმა, რომელიც ფიფაში ტრინიდადი და ტობაგოს წარმოადგენს, 2020 წლის ნოემბერსა და 2011 წლის აპრილში ქრთამი აიღო იმისთვის, რომ 2018 წელს რუსეთში ჩემპიონატის ჩატარებისთვის მხარი დაეჭირა. კომიტეტის კიდევ 1 წევრს, რაფაელო სალგეროს ამისთვის 1 მილიონ დოლარს შეჰპირდნენ.
აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოები ფიფაში კორუფციის საქმეს უკვე რამდენიმე წელია იძიებენ.