რეჟისორი კვენტინ ტარანტინო თავისი ფილმის „ერთხელ ჰოლივუდში“ მიხედვით რომანის დაწერაზე ფიქრობს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, თავისი გეგმების შესახებ რეჟისორმა პოდკასტ Pure Cinema-ში განაცხადა. ტარანტინოს იდეა მაშინ გაუჩნდა, როცა მისი ფილმი „ოსკარზე“ წარადგინეს და სურათის სიუჟეტი მთელს მსოფლიოში განხილვის საკითხი გახდა.
„ადრე საკუთარ სცენარებზე დაყრდნობით რომანების წერაზე არასოდეს მიფიქრია, მაგრამ ახლა ეს კარგ იდეად მიმაჩნია. ამაზე ბევრს ვფიქრობ. ალბათ „ერთხელ ჰოლივუდშის“ წიგნად გადავაკეთებ“, - თქვა რეჟისორმა.
„ერთხელ ჰოლივუდში“ ტარანტინოს მე-9 ფილმია. სურათის პრემიერა კანის კინოფესტივალზე გაიმართა.