ამერიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი, რომელსაც საზოგადოება პინკის სახელით იცნობს, სოციალურ ქსელებში ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება. როგორც ირკვევა, 40 წლის ვარსკვლავმა კორონავირუსი გადაიტანა, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ ახლა ისაუბრა.
მომღერლის თქმით, ის და მისი 3 წლის შვილი - ჯეიმსონი უკვე თვითიზოლაციის პირობებში იმყოფებოდნენ, როცა სიმპტომები აღმოაჩნდათ. ის აღნიშნავს, რომ მკურნალმა ექიმმა შეძლო მათი ტესტირება და მკურნალობის დროულად დაწყება, თუმცა ეს სიმშვიდის საფუძველს სულაც არ აძლევს.
მიუხედავად იმისა, რომ დედა-შვილს განმეორებით ტესტზე უკვე ნეგატიური პასუხი დაუფიქსირდა, მომღერალი საერთო სიტუაციით არის შეშფოთებული. "ის ფაქტი, რომ საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი არ არის ტესტირება, ჩვენი სახელმწიფოს დიდი სირცხვილი და ტრაგედიაა," - აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, რომ მომღერალმა ვირუსთან ბრძოლის ფონდში მილიონ-ნახევარი დოლარი გადარიცხა.