იტალიელმა ექიმებმა ქალაქ პიაჩენცაში მოწყობილ საველე ჰოსპიტლის ერთ-ერთ პაციენტს დაბადების დღეზე ტორტი გამოუცხვეს და იუბილე სიმღერით მიულოცეს.
ბრუნო 62 წლის გახდა და მას იმ განყოფილებაში მკურნალობენ, სადაც მსუბუქ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები არიან მოთავსებული.
ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსს 13 915 ადამიანი ემსხვერპლა, 115 242 კი დაინფიცირდა.