ჯერ აღდგომამდე დრო არის დარჩენილი, ჩვენ ვხედავთ რომ ყოველდღიურად იცვლება სიტუაცია , ამიტომ რთულია ამაზე საუბარი - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეკლესია მუდმივად იდგა ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე და ეს ყოველთვის ასე გაგრძელდება. კალაძემ ასევე აღნიშნა, რომ განსაკუთრებული მდგომარეობიდან გამომდინარე პირველ რიგში ყველამ უნდა დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოება.
„თუ ჩვენ მოგვიწევს იმ მდგომარეობაში გაგრძელება, რაც დღევანდელ მოცემულობაში არის, თუ საგანგებო მდგომარეობა და საკომენდანტო საათი გაგრძელდება, რა თქმა უნდა ყველა უნდა დავემორჩილოთ კანონს. იმიტომ, რომ საუბარია თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობის უსაფრთხოებაზე. ხშირად ადამიანი ვერ აღიქვამს რეალობაში თუ რასთან გვაქვს საქმე. იმიტომ, რომ ჩვენ ვებრძვით იმას რასაც ვერ ვხედავთ. ეს არის ვირუსი, რომელიც არის მკვლელი. ნახეთ რა ხდება მსოფლიოში, მილიონს გადააჭარბა ინფიცირებულების რაოდენობამ, უამრავია ადამიანი იღუპება ყოველდღიურად. კატასტროფა ხდება ამ მიმართულებით. შესაბამისად ჩვენ ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. დღეს გვჭირდება განსაკუთრებული ყურადღება ისე როგორც არასდროს . მე საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება მოვისმინე და მივესალმები მათ მიდგომას და ამ რაციონალურ დამოკიდებულებას. ეკლესია ყოველთვის როცა ამის საჭიროებაა, ისტორიას თუ გადავხედავთ, ყოველთვის იდგა ქვეყნის სადარაჯოზე. შესაბამისად მე დარწმუნებული ვარ, ეს ასე იქნება დღესაც ხვალაც, მომდევნო წლების განმავლობაშიც. მათი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენ მორწმუნე ხალხი ვართ. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველამ უნდა დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოება. დღეს, ყველა ვართ განსაკუთრებულ მდგომარეობაში და არის ურთულესი სიტუაცია, შესაბამისად ამ რეკომენდაციების გათვალისწინება ყველასთვის არის აუცილებელი და მნიშვნელოვანი“, - განაცხადა კალაძემ.