"არნოლდ შვარცნეგერმა უწმაწურად სხვები მოიხსენია, შემდეგ კი მსგავსად თავად მოიქცა" რატომ დასცინიან ვარსკვლავს?

72 წლის არნოლდ შვარცნეგერმა რამდენიმე დღის წინ მაისურების ფოტოები გაავრცელა წარწერით " Don't be an a** stay inside" "დარჩი სახლში" კამპანია, რომელიც საზოგადოებას თვითიზოლაციისკენ მოუწოდებდა. შემოსავლის 100% კი After-School All-Stars-ში გადაირიცხებოდა.

ინფორმაციის გავრცელების შემდგომ, მეორე დღეს არნოლდი სახლიდან ველოსიპედით სასეირნოდ ქალიშვილთან ერთად გამოვიდა.

ვარსკვლავმა საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა, სოციალურ ქსელში აღნიშნავენ, რომ არნოლდი უწმაწური სიტყვებით სხვებს მოიხსენიებს და შემდეგ თავადაც იმავეს იმეორებს.

რა თქმა უნდა, აღნიშნული დაცინვა საზოგადოებისგან მხოლოდ ხუმრობაა. ინფორმაცია უცხოურმა გამოცემებმაც კომიკურ კონტექსტში განიხილეს.