მიჩნეულია, რომ მამაკაცი სიტყვაძუნწია და გრძნობებზე საუბარი არ უყვარს. თუ საყვარელი ადამიანი სიყვარულში არ გიტყდებათ, არსებობს 8 ფრაზა, რომელიც მიგახვედრებთ, რომ მას ნამდვილად უყვარხართ.
"ამან შენი თავი გამახსენა"
ეს ფრაზა მიგანიშნებთ, რომ ის თქვენზე ფიქრობდა. თქვენი თავი შეიძლება გაახსენა არომატმა, ადგილმა, სიმბოლომ და ა.შ.
სასაცილო მეტსახელი მოგიგონათ
თუ საყვარელი ადამიანი რაღაც სახელს შეგარქმევთ, მას თქვენთან გათამაშება სურს. ან გაურბის ფორმალობას და სურს, კიდევ უფრო მეტად დაგიახლოვდეთ. მეტსახელი გაალღობს ყინულს და ემოციურად კიდევ უფრო დაგაკავშირებთ ერთმანეთთან.
"დაგეხმარები"
რაც უფრო მეტად ეცდება ადამიანი თქვენ დახმარებას, მით მეტად სურს თავისი საიმედოობა დაგანახვოთ. ეს შეიძლება იყოს მატერიალური დახმარება, ფიზიკური ან მორალური. თავისი დახმარებით ის ცდილობს მიგახვედროთ, რომ მისი ნდობა შეგიძლიათ.
"მენატრები"
ეს ის სიტყვაა, რომლითაც თავის ღრმა გრძნობებს ააშკარავებს. არა აქვს მნიშვნელობა, ღამე ენატრებით, მივლინებისას თუ დაშორებიდან 1 საათის შემდეგ. თუ გეუბნებათ, რომ ენატრებით, მის გვერდით თქვენი ყოფნა მასზე ძლიერად მოქმედებს.
"მე შენ გვერდით ვარ"
ამ ფრაზით ის გახვედრებთ, რომ თქვენი ცხოვრების ნაწილია. ამ შემთხვევაშიც მას სურს, თავისი საიმედოობა დაგიმტკიცოთ. "მე შენ გვერდით ვარ" - ის ანგრევს უხილავ კედელს, თქვენ შორის არსებულ ბარიერს და "შენ" და "მე" ხდება "ჩვენ".
"მშვენიერი ხარ"
თუ ფლირტი უყვარს და ეს ფრაზა ხშირად გესმით, შეიძლება მას მარტო თქვენ არ გეუბნებათ. მაგრამ თუ კომპლიმენტების თქმა არ ახასიათებს, ე.ი. მისთვის ნამდვილად საინტერესო ხართ.
"განვიცდი"
თუ საკუთარ პრობლემებზე გიყვებათ, ფარს იხსნის და თქვენ მიმართ ნდობას იჩენს. თუ პრობლემა თქვენ გეხებათ, ეს მზრუნველობის მაჩვენებელია.
"მომწონხარ/მიყვარხარ"
სითამამე და გახსნილობა ბევრ მამაკაცს არ ახასიათებს. თუ გრძნობებში გიტყდებათ, ე.ი. თქვენ მიმართ ნამდვილი გრძნობები აკავშირებს.