ცნობილი ნეიროფიზიოლოგი გვიჩვენებს 4 მარტივ გზას: როგორ გავიუმჯობესოთ განწყობა სწრაფად

ცნობილი ნეიროფიზიოლოგი გვიჩვენებს 4 მარტივ გზას: როგორ გავიუმჯობესოთ განწყობა სწრაფად

პროფესორ ალექს კორბს არაერთი კვლევა აქვს ჩატარებული. ახლა გთავაზობთ მის დასკვნას, რომელიც სწორედ კვლევის შედეგების საფუძველზე მიიღო.

ალექს კორბის კვლევები პირდაპირ კავშირშია ადამიანის გონებაში წარმოქმნილ პროცესებთან და დეპრესიის გამომწვევი მიზეზების აღმოჩენასთან.

მის წიგნში: The Ascending Spiral - საუბარია არამხოლოდ დეპრესიაზე, არამედ იმაზეც, როგორ მოვიპოვოთ ბედნიერება. ვნახოთ, რა შედეგს მივიღებთ, თუ სამეცნიერო კვლევას დავეყრდნობით.

წარმოგიდგენთ ნეიროფიზიოლოგის რჩევებს და 4 ნაცად ხერხს, რაც ეფექტურად დაგვეხმარება, რომ გავუმკლავდეთ ნეგატივს.

დააფიქსირეთ ემოციები, რომლებსაც ავლენთ.

ეს დაგეხმარებათ, რომ საკუთარ თავს უკეთ გაუგოთ. როდესაც უარყოფითი ემოციების მოზღვავებას იგრძნობთ, როგორიცაა: სიბრაზე, უკმაყოფილება, ეცადეთ, რომ დააფიქსიროთ, რამ გამოიწვია ეს.

შეიძლება ეს ერთი შეხედვით სულელურადაც კი მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ საკითხს ჩავუღრმავდებით, ასე გამოიყურება: ადამიანები, რომლებიც განსაზღვრავენ საკუთარ გრძნობებს, ემოციებს, აღიარებენ მათ არსებობას და ამგვარად მათი ზემოქმედება მცირდება. ეს იმიტომ, რომ აღიარებით გავლენა იკლებს. კვლევის თანახმად, ადამიანები, რომლებიც აღიარებენ უარყოფით განცდებს და გრძნობებს, უფრო ნაკლებად განიცდიან, ვიდრე უწინ.

თუ ვისწავლით, რომ დაუყოვნებლივ ვაღიაროთ ის, რაც გვაწუხებს (მაგ: ეს შეიძლება იყოს თავის ტკივილი ან სულაც გამონაყარი), ამაზე ფიქრს ნუ გავექცევით, რომ სიტუაციაზე კონტროლი არ დავკარგოთ.

იფიქრეთ იმაზე, თუ რისთვის შეიძლება იყოთ მადლიერი

ალექს კორბი ამბობს, რომ მადლიერებას გაცილებით მეტი სარგებელი მოაქვს, ვიდრე გვგონია. კერძოდ, ეს ორგანიზმში იზიდავს დოპამინსა და სეროტონინს (ისინი სიხარულსა და ბედნიერებას გვაგრძნობინებენ). ეს ყოველივე სოციალურ ურთიერთობებზეც ახდენს გავლენას.

დაფიქრდით ყველა პრობლემის შესახებ, რომლებიც არ გაგაჩნიათ. იფიქრეთ იმ არაერთ სიკეთეზე, რაც გაქვთ. დარწმუნდით, რომ ნაკლებად ფიქრობთ უარყოფითზე და მეტად - დადებითზე.

იდეალური გადაწყვეტილებები არ არსებობს

ერთი კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამ სავსებით შესაძლებელია, რომ შვება მოგცეთ, ვიდრე გაუთავებლად წუხდეთ და ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავდეთ.

კორბის მოსაზრების თანახმად, თუ მიზნების დასახვას შეძლებთ და მხოლოდ ფიქრის ნაცვლად მოქმედებას წამოიწყებთ, თქვენი გონება დადებითად დაიმუხტება და შფოთვას ნაკლებად იგრძნობთ.

როდესაც გადაწყვეტილებას მიიღებთ, გექნებათ შეგრძნება, რომ სიტუაციას აკონტროლებთ.

კონტროლის ნაკლებობა კი უმწეობის განცდას გაგიღვივებთ. ამიტომ მოერიეთ მას.

შეხების ძალა

საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ ადამიანებთან ურთიერთობა ხელს უწყობს ემოციების მიღებას და ბედნიერების განცდასაც.

აქვე, საუბარია ადამიანებს შორის ფიზიკური კონტაქტის მნიშვნელობაზე. შეხება ხელს უწყობს ორგანიზმში ოქსიტოცინის წარმოქმნას, რაც ჩვენს რეაქტიულ მხარეზე მოქმედებს და ემოციების კონტროლთანაა დაკავშირებული.

ოქსიტოცინს „სიყვარულის ჰორმონს“ უწოდებენ. ის ბევრ რამეზეა პასუხისმგებელი. მათ შორისაა: დედასა და შვილს შორის კომუნიკაცია, ლაქტაცია, ორგაზმის მიღწევა და სხვა.

ზოგჯერ საყვარელი ადამიანის ჩახუტებაზე უკეთ არაფერი გვეხმარება. როდესაც სხვა ადამიანს ეხუტებით ან კოცნით, ესეც ოქსიტოცინთანაა კავშირში. გარდა ამისა, ეს ჰორმონი ზრდის ნდობის შეგრძნებას. კორბი აღნიშნავს, რომ საყვარელი ადამიანის ხელს ძირითადად მაშინ ვეხებით, როდესაც თავს ცუდად ვგრძნობთ, მშვიდად ვართ და ამგვარად კიდევ უფრო ნაკლებად ვგრძნობთ ფიზიკურ ტკივილს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეხების ძალა არ დავივიწყოთ. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ეს სითბო ოჯახის წევრებს გავუნაწილოთ და დარწმუნებული ვარ, ორმაგად დაგვიბრუნდება.