ამერიკელმა მეცნიერებმა სისხლის ტესტი შექმნეს, რომელსაც კიბოს 50-ზე მეტი სახეობის აღმოჩენა შეუძლია. მათი ნაშრომის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ეს მეთოდი განსაკუთრებით სახიფათო სიმსივნეებს აფიქსირებს, რომლებიც სხვა შემთხვევაში შეუმჩნეველი რჩება. ტესტირების ახალ მეთოდზე ბოსტონში, დანა-ფეიბერის კიბოს ინსტიტუტსა და მაიოს კლინიკაში მუშაობენ. ტესტი მეთილის ჯგუფის სახელით ცნობილ მოლეკულებს ეძებს, რომლებიც სხვა მხრივ ჯანსაღ უჯრედებში მუტაციას იწვევს, რაც დნმ-ის სეკვენსირების ტრადიციული მეთოდისგან განსხვავდება.
ამ ეტაპზე ყველაზე კარგ შედეგებს პროცედურა ავადმყოფობის განვითარების გვიან სტადიებზე აჩვენებს, თუმცა მუშაობის შემდგომ ეტაპებზე დიაგნოზის დასმას უპრეცედენტო ადრეულ ეტაპზე იქნება შესაძლებელი.
კვლევაში თითქმის 7 ათასი პაციენტი მონაწილეობს. შემთხვევების 96%-ში სისხლის ანალიზი სწორად ადგენს რა ორგანოა დაავადებული კიბოთი. თუმცა სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მეთოდი ბოლომდე არ არის გამართული. მათი თქმით, ამ ეტაპზე იმის რისკი, რომ ტესტი კიბოს ადრეულ სტადიაზე ვერ გამოავლენს და პაციენტს სიმშვიდის ყალბ შეგრძნებას მისცემს, ძალიან მაღალია.