კანადაში, ტახინის ცხელ წყაროებში თმის გაყინვის ტრადიციული ფესტივალის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ამის შესახებ CNN-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის მსურველები ტახინის წყაროებს დეკემბრიდან მარტის ჩათვლით უნდა ესტუმრონ, როცა ჰაერის ტემპერატურა -20 С გრადუსზე დაბალია. შემდეგ კი გაშლილი თმით ცხელ წყაროში შევიდნენ და თმას ყინვაში ბუნებრივად გაშრობის საშუალება მისცენ. როცა მონაწილეები მიღებული შედეგით კმაყოფილები არიან, ფესტივალის თანამშრომელს უხმობენ და ისინი მათ საკონკურსო ფოტოს უღებენ.
წელს ღონისძიებაში 288 კონკურსანტი მონაწილეობდა. გამარჯვებულები 5 სხვადასხვა კატეგორიაში ჟიურიმ გამოავლინა. თითოეულმა მათგანმა ჯილდოს სახით 2 000 კანადური დოლარი მიიღო. თმის გაყინვის კონკურსში კანადაში 2011 წლიდან იმართება.