უკვე რამდენიმე დღეა, რაც მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში ირინა შეიკი და ვიტო შნაბელი არიან, რომლებიც უკვე სამჯერ დაფიქსირდნენ ერთად ნიუ-იორკის ქუჩებში.
1 აპრილს წყვილი ჯერ ვიტოს დედასთან ერთად დააფიქსირეს, შესაბამისად, საზოგადოება დარწმუნებულია, რომ წყვილს შორის ყველაფერი სერიოზულადაა.
თუმცა, იმავე საღამოს წყვილი კვლავ გამოჩნდა და მაშინ, როცა მსოფლიო კარანტინისა და თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფება, მათ საკუთარი ქცევით სოციალური ქსელების მომხმარებლები აალაპარაკეს.
აღსანიშნავია, რომ ვიტო შნაბელი 33 წლის არტ-დილერია, რომელსაც სასიყვარულო რომანებს ისეთ ცნობილ ქალბატონებთან მიაწერენ, როგორებიც არიან ემბერ ჰერდი, ჰაიდი კლუმი და სხვები.