ვაშინგტონის შტატის პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც თავის ძაღლს მანქანის მართვას ასწავლიდა. ამის შესახებ CNN-ი წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, უცნაურად მოძრავი ავტომობილის შესახებ სამართალდამცველებს შეშინებულმა მოქალაქეებმა შეატყობინეს. დაკავებული მანქანამ ორი ავტომობილი გაიტანა და მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა. როცა პოლიცია შემთხვევის ადგილზე მივიდა, აღმოაჩინეს, რომ საჭესთან ავტომობილის მფლობელის ძაღლი იჯდა.
ავტომობილის მფლობელი სამართალდამცველების მოთხოვნას არ დაემორჩილა. მისი დაკავება მხოლოდ მას შემდეგ მოხერხდა, რაც ხანგრძლივი დევნის შესახებ ის გზის საფეხმავლო მონაკვეთს შეეჯახა. საკუთარი ქმედებები მან იმით ახსნა, რომ თავის ძაღლს მანქანის ტარებას ასწავლიდა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის ალკოჰოლური ან სხვა ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა ძაღლი თავშესაფარში გადაიყვანეს.