არსებული ინფორმაციით, ეროვნული ბანკის ინფიცირებულ თანამშრომლებს ფულთან ჰქონდათ შეხება

არსებული ინფორმაციით, ეროვნული ბანკის ინფიცირებულ თანამშრომლებს ფულთან ჰქონდათ შეხება

გავრცელებული ინფორმაციით, ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, ფულთან ჰქონდა შეხება. ტელეკომპანია „მაესტროს“ ცნობით, ისინი ბანკში ფულს ითვლიდნენ.

ეროვნულმა ბანკმა თანამშრომლების ინფიცირების შესახებ ინფორმაცია თავად გაავრცელა, თუმცა უწყებაში არ აკონკრეტებენ რა პოზიციაზე მუშაობდნენ დაავადებულები.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 130 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 26 ადამიანი უკვე განიკურნა.