რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის დისტანციურ მუშაობაზე გადავიდა, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
პირველად რუსეთის ისტორიაში, 1-ლი აპრილის შეხვედრა ტელეკონფერენციის საშუალებით მოხდება.
„პრეზიდენტი ახალ-ორეგოვოში იქნება და ტელეკონფერენციის საშუალებით დაესწრება სხდომას“, – აღნიშნა პესკოვმა. მისი თქმით, დღეს დაგეგმილი პუტინის კიდევ ერთი შეხვედრაც იმავე ფორმატში გაიმართება.
კრემლის სპიკერი ამბობს, რომ კორონავირუსის გავრცელების გამო, პუტინმა მოქმედების მანერა შეცვალა და ადამიანებს ხელის ჩამორთმევით აღარ ესალმება.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის გარეუბანში, კომუნარკის დასახლებაში არსებული საავადმყოფოს მთავარ ექიმს, დენის პროცენკოს კორონავირუსი აღმოაჩნდა, რომელსაც პუტინი ერთი კვირის წინ შეხვდა პირადად და ხელიც ჩამოართვა.