პანდემიის პირობებში მსოფლიოში 35 მილიონზე მეტი ბავშვი დაიბადა

პანდემიის პირობებში მსოფლიოში 35 მილიონზე მეტი ბავშვი დაიბადა

ას შემდეგ რაც მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდემია დაიწყო და სამყარო გლობალური კრიზისის წინაშე დადგა, ყოველდღიურად გვესმის ინფორმაცია ადამიანების შესახებ, რომლებიც კოვიდ-19-ის მსხვერპლები გახდნენ. ყოველდღიურად მატულობს დაინფიცირებულთა რაოდენობა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყველა ქვეყანას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ამ სტატისტიკას საერთაშორისო მასშტაბით ვებგვერდი Worldometer-ი ითვლის. ის „რეალური დროის სტატისტიკის პროექტის“ მიერ არის შექმნილი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ დეველოპერები, მკვლევარები და მოხალისეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

„ვორლდომეტრი“ საინფორმაციო კომპანია Dadax-ს ეკუთვნის და მსოფლიოში სტატისტიკის ყველაზე სანდო „მთვლელად“ მიიჩნევა.

კორონავირუსის გარდა, „ვორლდომეტრი“ ითვლის მსოფლიოში პოპულაციის ზრდასაც. სტატისტიკის ცნობით, დედამიწაზე ამჟამად 7,774,775 ადამიანი ცხოვრობს, რომლის რაოდენობა ყოველ წამს იცვლება.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის დასაწყისიდან, მას შემდეგ, რაც ახალი კორონავირუსის აფეთქების შესახებ ცნობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა, 35 მილიონზე მეტი ადამიანი დაიბადა და დაახლოებით 14 მილიონი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ამავე მონაცემებით, საქართველოში ამჟამად 3,989,167 ადამიანი ცხოვრობს.