ეკლესიებში წირვა გაგრძელდება, ზიარების წესი არ შეიცვლება, რეკომენდაციები დაცული იქნება

ეკლესიებში წირვა გაგრძელდება, ზიარების წესი არ შეიცვლება, რეკომენდაციები დაცული იქნება

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის თქმით, 31 მარტს პრემიერ-მინისტრი პატრიარქს შეხვდა და ახალ შეზღუდვებზე ისაუბრეს. "ახალი რეალობის გათვალისწინებით", რეკომენდაციების ზოგიერთი დეტალი დაზუსტდება, მაგრამ კარანტინის რეჟიმის მიუხედავად, "ერთმნიშვნელოვნად შეიძლება თქმა, რომ წირვები გაგრძელდება და იმავდროულად, დაცული იქნება ის რეკომენდაციები, რაც აქამდე მივიღეთ".

"ჯერჯერობით, საბოლოო სახე ამ განცხადებამ ვერ მიიღო. ძალიან ბევრი ადამიანის აზრია გასათვალისწინებელი. მღვდელმთავრები ყველანი ერთად აქ არ იყვნენ, ამიტომ მათთან შეთანხმებას და შემდეგ მათგან მოსულ კორექტირებებს დრო მიაქვს. საბოლოო ჯამში, მისმა უწმინდესობამ უნდა მოიწონოს ეს და გააკეთოს ბოლო კორექტირება", - განაცხადა მან "ღამის კურიერის" ეთერში.

კითხვაზე, ზიარების წესშიც არ უნდა ველოდოთ ცვლილებებს? პატრიარქის პრესმდივანი პასუხობს - "სინოდის გადაწყვეტილებაში მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ ზიარების წესი არ შეიცვლება".