საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, გუშინ მთელი ღამის განმავლობაში ე.წ. კომენდანდტის საათის დარღვევის მხოლოდ 17 შემთხვევა დაფიქსირდა.
„მოქალაქეები ემორჩილებიან შეზღუდვებს, უფრო მეტ დარღვევას ველოდებოდით, თუმცა გუშინ ღამე, როდესაც დაიწყო უკვე განსაკუთრებული მნიშვნელობის შეზღუდვები, ძალიან ცოტა, 17 დარღვევა იყო მთელი საქართველოს მასშტაბით, რაც ჩვენც გაგვიკვირდა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან სუბრისას.
მისი თქმით, მთლიანად საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში 350-მდე ადამიანი და 15-მდე საწარმო დაჯარიმდა.
დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური შიდა ქართლში ჩავიდა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საგუშაგოები მოინახულა.