ქუთაისის ცენტრში სამართალდამცველებმა გოგი წულაია დააკავეს. პარტია ,,თავისუფალი საქართველოს“ თანათავმჯდომარემ ქუჩაში აქცია-ბრიფინგი გამართა.
პოლიციამ მას განუმარტა, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში პროტესტის გამოხატვის უფლება არ ჰქონდა. წულაიამ კი პატრულის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. გოგი წულაია სავალუტო პუნქტების დახურვას აპროტესტებდა.
პოლიციამ წულაია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 173-ე მუხლით გთვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც პოლიციელისთვის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას გულისხმობს. დანაშაული ადმინისტრაციულ პატიმრობას ან ჯარიმის გადახდას ითვალისწინებს.
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა. საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად ყველანაირი მასობრივი ღონისძიება აკრძალულია.
დროა ბოლო მოეღოს მათ პარპაშს, დავამთავროთ 0%-ნი პარტიების და მათი ბოსების დიქტატი, გავაუქმოთ კობახიძის კონსტუტუციით თავსმოხვეული პროპორციული სისტემა და გადავიდეთ მაჟორიტარულ სისტემაზე, აღვადგინოთ საპრეზიდენტო მმართველობის სისტემა, პარლამენტი გავხადოთ ორპალატიანი!