ძილის დროს გახდომა?! ეს ერთი შეხედვით უცნაური წინადადება, რომელიც რეალობისგან თითქოს შორს დგას, სულ მალე ადვილად მისაღწევ გამოცდილებად მოგეჩვენებათ. როგორც ირკვევა, უამრავი სამედიცინო კვლევა არსებობს, რომელიც ამ პროცესის რეალობას ამტკიცებს, ასე რომ, თვალი გადავავლოთ ხუთ უმარტივეს რჩევას, რომელიც სასურველი ფორმის მიღწევაში დაგეხმარებათ, თანაც ზედმეტი ძალისხმევის გარეშე.
გამორთეთ შუქი
უამრავ ადამიანს მოსწონს დაბალი განათების ქვეშ ძილი, ზოგისთვის კი, ეს ჩვევაა, რომელიც ბავშვობიდან მოჰყვება, თუმცა სამეცნიერო ჟურნალში Biomedical Rhythms აღნიშნულია, რომ შუქი ძილის ხარისხზე მოქმედებს. ამჯერად, მცირე განათებასაც კი შეუძლია ორგანიზმს დასვენებაში შეუშალოს ხელი (რასაც მიმდინარე ბიოლოგიურ პროცესებზეც აქვს გავლენა, მათ შორის წონაზეც).
დაარეგულირეთ ოთახის ტემპერატურა
სამედიცინო გამოცემამ - Diabetes ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელმაც ცხადყო, რომ იმ მოხალისეების ორგანიზმში, რომელთა ოთახის ტემპერატურაც 19° იყო, იმატებდა იმ ცხიმის რაოდენობა, რომელიც კალორიების წვაზეა პასუხისმგებელი. ხოლო მათ, რომელთათვისაც უფრო კომფორტულ - 25°-ს მიმართეს, მსგავსი შედეგი არ დაუფიქსირდათ. ასე რომ, უმჯობესია თუ სიგრილეში ძილს მიეჩვევით.
დააყენეთ მაღვიძარა
ბრიგამა იაგას უნივერსიტეტმა დაამტკიცა, რომ ის ქალბატონები, რომლებიც ყოველ დილით ერთსა და იმავე დროს იღვიძებენ, გაცილებით ნაკლები წონის არიან, ვიდრე ისინი, რომლებსაც დილის რეჟიმი არ აქვთ.
მიირთვით პროტეინის კოქტეილი
ფლორიდის უნივერსიტეტის სწავლულთა კვლევამ ცხადყო, რომ დაძინებამდე 30-60 წუთის განმავლობაში პროტეინით გაჯერებული სასმელი ხელს უწყობს წონაში კლებას. ამასთანავე, იმავე კვლევაში აღნიშნულია, რომ საჭიროა ვახშამზე უარის თქმაც.
დაგეგმეთ მომავალი დღე
დილით მოტივაციის ნიშნული, როგორც წესი, ყველაზე დაბალია, ამიტომაც სჯობს დღის დაგეგმვა წინა დღითვე შეძლოთ, რათა მშვიდად დაიძინოთ იმის ცოდნით, რომ შემდეგი დღისთვის უკვე კარგად მოემზადეთ. არაჩვეულებრივი იქნება, თუ დილის საუზმესაც წინასწარ მოამზადებთ.