ბელგიის ერთ-ერთი ზოოპარკის ბინადარი ორანგუტანგები და წავები დამეგობრდნენ. ამის შესახებ CNN-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ზოოპარკ Pairi Daiza-ში ცხოველები ერთად ცხოვრობენ. ეს პროგრამა იმისთვის შეიქმნა, რომ დატყვევებულმა პრიმატებმა თავი კარგად იგრძნონ. ზოოპარკის თანამშრომლების თქმით, მათ მუდმივი გართობა და საქმიანობა სჭირდებათ, რადგან ამას დადებითი გავლენა აქვს მათ მენტალურ, ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობაზე.
პროგრამის ფარგლებში ორანგუტანგების ოჯახის გვერდით წავების ოჯახი დაასახლეს. 24 წლის უჯიანს, მის 3 წლის შვილს ბერანის და 15 წლის დედას, სარის ეს მეზობლობა აშკარად მოსწონთ. წავები ხშირად მიცურავენ კუნძულზე, რომელზეც ორანგუტანგები ცხოვრობენ და თამაშობენ.