გაუქმებული „ევროვიზია 2020-ს“ ნაცვლად სპეციალური კონცერტი ჩატარდება

გაუქმებული „ევროვიზია 2020-ს“ ნაცვლად სპეციალური კონცერტი ჩატარდება

კორონავირუსის გამო გაუქმებული სიმღერის საერთაშორისო კონკურსი „ევროვიზია 2020“ კონცერტის ფორმატში ჩატარდება. ინფორმაცია ამის შესახებ კონკურსის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ღონისძიება 16 მაისს გაიმართება. სწორედ ამ დღეს იყო დაგეგმილი კონკურსის ფინალი. კონცერტში სახელწოდებით Europa Shine A Light მონაწილეობას წლევანდელ კონკურსანტებთან ერთად ევროვიზიის ვარსკვლავებიც მიიღებენ.

ისინი კონკურსში მონაწილე ძველ კომპოზიციებს შეასრულებენ. ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ასეთი შოუს ევროვიზიის თაყვანისმცემლებს გააერთიანებს და რთულ პერიოდში ანუგეშებს.

კონკურსის ორგანიზატორებმა ევროვიზიის გაუქმების შესახებ ინფორმაცია 18 მარტს გაავრცელეს.