ფეისბუქ-მომხმარებელი ლევან ადეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
"დონალდ ტრამპმა ლოცვის და რელიგიური გრძნობების შეუზღუდავი გამოხატვის უფლება დააბრუნა ამერიკაში, უპირველესად სკოლაში.
ზუსტად სკოლიდან უფლის გაძევებამ მიიყვანა დასავლეთი მასიურ ათეიზმამდე და უხვად მორწყო გასული საუკუნის სამი ტოტალური იდეოლოგიიდან ყველაზე ვერაგი ნეოლიბერალიზმი
თუ ადამიანს არ წამს ღმერთი და ფიქრობს რომ ის ერთხელაა მოსული და უკვალოდ ქრება
მის წინაშე ორი არჩევანია!
1) ეცადოს რაც შეიძლება მაძღრად! შეუზღუდავად! ყველა ხურუშის დაკმაყოფილებით გალიოს ეს წლები და აქ სხვისდამი თანაგრძნობას და დანდობას ადგილი აღარ რჩება!
ერთადერთი კანონის შიში თუ შეზღუდავს ასე თუ ისე
2) ან შეეცოდოს სხვა ისევე როგორც საკუთარი თავი უკვალოდ გაქრობის წინაშე და გახდეს ტოლერანტი,
ეს მეორე ვარიანტი პირველთან შედარებით ძალიან ძალიან ნაკლებია!
ერთადერთი რასაც შეუძლია ადამიანები დიდი ალბათობით პირველ გზას ააცდინოს ესაა რწმენა და იმქვეყნიური სამსჯავროს შიში
ეს ალბათობა რწმენის სიძლიერესთან ერთად იზრდება!
ეს შიში და მოკრძალება შეუდარებლად ქმედითია და გამსჭვავალული ზნეობით ვიდრე ნებისმიერი ქვეყნის კანონით მიღებული!
ამ ეპიდემიამ და რეკლამირებულმა შიშმა ისიც დაგვანახა როგორ უჩნდებათ უფლის დახმარების მოთხოვნილება წყლწაღებულ ურწმუნოებსაც
წარმოიდგინეთ თუ რა დაგვემართება სიკვდილის წინ?
ვერანაირი მაძღარად გავლილი ცხოვრება ვერ გადაფარავს ! მითუმეტეს თუ აღსასრული უცებ არ დადგება!
ჯანმრთელობას დიდხანს სიცოცხლეს და რწმენას გისურვებთ!
ერთის არ იყოს უფალი რომ არ არსებობდეს უნდა გამოგვეგონებიაო!"