კომენდანტის საათამდე იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების სრული აკრძალვა. ეს იყო აუცილებელი, რომ მოქალაქეების გადაადგილება და მობილობა მაქსიმალურად შეგვეზღუდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
სუბარის განცხადებით, პირობითად კომენდანტის საათი გულისხმობს მოქალაქეების მობილობის შეზღუდვას. „სახლში გაჩერება ადვილი არ არ;ის არც თბილისში და არც რეგიონებში. ადამინების ურთერთობა, მეზობლებთან გადასვლა ეს ყველაფერი ჩვეულებრივ ამბად ითვლება. მე ხომ არ დავდივარ, ბავშვი სკოლაში არ დადის და მეზობლები თუ შევიკრიბებით საღამოს ეს რა პრობლემაა, ასე ფიქრობს ხალხი და ეს ითვლება ჩვეულებრივ ამბად და სწორედ ეს არის გავრცელების ყველაზე დიდი საფრთხე. ღამის საათები იმიტომ განისაზღვრა, რომ ადამიანები სტუმრად ამ დროს დადიან. 21:00 საათიდან შეზღუდვა კი იმას ნიშნავს რომ ამ დროისთვის სახლში უნდა დაბრუნდნენ“, - აღნიშნა სუბარმა.