გაგრაში მედპერსონალმა პაციენტები მიატოვა და საავადმყოფოდან გაიქცა - ნახეთ, რას ჰყვება პაციენტი

გაგრაში მედპერსონალმა პაციენტები მიატოვა და საავადმყოფოდან გაიქცა - ნახეთ, რას ჰყვება პაციენტი

გაგრის საავადმყოფოდან, სადაც ომის ვეტერანები მკურნალობდნენ, მედპერსონალი გაიქცა.

როგორც ერთ-ერთი პაციენტი ამბობს, სარეაბილიტაციო ცენტრში ამჟამად 17 პაციენტია და ისინი საავადმყოფოს დატოვებას არ აპირებენ.

პაციენტი ამბობს, რომ ისინი „ხელისუფლებამ" და „მაღალჩინოსნებმა" მიატოვეს.

მისი თქმით, სარეაბილიტაციო ცენტრი კორონავირუსიანი პაციენტების სამკურნალო ცენტრად უნდა გადაკეთდეს და იქ მყოფ 17 პირს უთხრეს, რომ საავადმყოფო დაეტოვებინათ.

ამ შეთავაზებაზე პაციენტებმა უარი თქვეს, თუმცა მას შემდეგ, რაც მედპერსონალმა შეიტყო, რომ დაწესებულებას კორონავირუსით ინფიცირებულებისთვის ამზადებდნენ, მათ პაციენტები მიატოვეს და საავადმყოფოდან გაიქცნენ.

ანდრია ამ ინფორმაციის სხვა წყაროებში გადამოწმება ვცადე და მსაგავსი ვერსად ვერაფერი ვიპოვე. თუ თქვენივე მოგონილი არ არის ეს ამბავი, ეგებ ბმული დადოთ?
5 წლის უკან