მამუკა მდინარაძე: სახელმწიფო ზედმიწევნით და თანმიმდევრულად აკეთებს ყველაფერს, ახლა ჯერი მოქალაქეებზეა

მამუკა მდინარაძე: სახელმწიფო ზედმიწევნით და თანმიმდევრულად აკეთებს ყველაფერს, ახლა ჯერი მოქალაქეებზეა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მთავრობის რეკომენდაციების დარღვევის ინდივიდუალური შემთხვევები ფიქსირდება, რაც შეეხება ეკლესიის მიერ მათ შესრულებას, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მიიჩნევს, რომ უმეტეს შემთხვევაში რეკომენდაციები ზედმიწევნით სრულდება.

„ჩვენ ვხედავთ რა მოცემულობა გვაქვს რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით. ეს არის ინდივიდუალური შემთხვევები სუპერმარკეტში თუ ეკლესიის მიმდებარედ და ასე შემდეგ. ყველგან გვაქვს ინდივიდუალური დარღვევები, თუმცა ეკლესიასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძირითადად და უმეტეს შემთხვევაში რეკომენდაციები ზედმიწევნით სრულდება. ამას მოწმობს გავრცელებული ფოტოები და ვიდეოები თუ როგორ იცავს მრევლი სოციალურ დისტანციას, რისთვისაც მათ მადლობა უნდა გადავუხადოთ. დამატებით თუ რა ღონისძიებებს გაატარებენ, ამაზეც ალბათ იმსჯელებენ შიგნით და ვფიქრობ, რომ როგორც ეკლესია, ასევე საზოგადოების მთელი სპექტრი ყველა რეკომენდაციას უნდა შეხვდნენ გაგებით და შეასრულონ ისინი, იმისათვის რომ მინიმუმადე დავიყვანოთ რისკები. ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ რისკების ბოლომდე აღმოფხვრა შეუძლებელია, მაგრამ მათი მინიმალიზაცია თითოეულ მოქალაქეზე და მის მიერ რეკომენდაციების შესრულებაზეა დამოკიდებული. სახელმწიფო ზედმიწევნით, კარგად და თანმიმდევრულად აკეთებს ყველაფერს, რაც კი შეიძლება, ახლა ჯერი არის მოქალაქეებზე, იმისთვის რომ გაუფრთხილდნენ საკუთარ და სხვის ჯანმრთელობას, და მეორე მხრივ, ეკონომიკას არ მიადგეს ისეთი ზიანი რომლის გამოსწორება ძალიან რთული იქნება“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.