"ნიუ იორკ ნიკსის" მფლობელს ჯეიმს დოლანს კორონავირუსი დაუდასტურდა. აღნიშნული ინფორმაცია გუნდის ტვიტერის გვერდზე გავრცელდა.
"დოლანი თვითიზოლაციაში იმყოფება და მცირე სიმპტომები აქვს. ჯეიმსი ბიზნესს ოპერაციების ზედამხედველობას გააგრძელებს." - ნათქვამია განცხადებაში.
კორონავირუსის გავრცელების გამო ეკონომიკური ზიანის შესამსუბუქებლად NBA-მ გადაწყვიტა მაღალჩინესნებს ხელფასი 20 პროცენტით დაუკლოს.