ნიდერლანდებში კორონავირუსის გამო დაკეტილი მუზეუმიდან ვინსენტ ვან გოგის ტილო მოიპარეს. ამის შესახებ Singer Laren-ის მუზეუმის დირექტორმა განაცხადა.
მუზეუმის დირექტორის ევერტ ვან ოსის განცხადებით, საუბარია ვან გოგის ტილოზე „გაზაფხულის ბაღზე“, რომელიც მუზეუმიდან დღეს მოიპარეს. თავად ლარენის მუზეუმს ტილო გრონინგერის მუზეუმმა დროებით გადასცა.
„შემზარავია რაც მოხდა, ვინაიდან ხელოვნება იმიტომ არსებობს, რომ იგი ყველამ იხილოს“, - განაცხადა მუზეუმის დირექტორმა.