კიდევ ერთი სევდიანი დეტალი პრინცესა დაიანას ცხოვრებიდან; რატომ დაწყვიტა გული მამას მისმა დაბადებამ?

კიდევ ერთი სევდიანი დეტალი პრინცესა დაიანას ცხოვრებიდან; რატომ დაწყვიტა გული მამას მისმა დაბადებამ?

16 წლის ასაკში პრინცი ჩარლზის გაცნობამდე, ლედი დაიანას საკმაოდ რთული ბავშვობის გამოვლა მოუწია. მისი მშობლები მაშინ დაშორდნენ ერთმანეთს, როცა გოგონა შვიდი წლის იყი. როგორც წყაროები ირწმუნება, ლედი დაიანას ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა დედასთან და არ უყვარდა დედინაცვალიც.

რაც შეეხება მამას, ერლ სპენსერთან მას შედარებით უკეთესი ურთიერთობა ჰქონდა, მაგრამ ესეც არ ყოფილა მუდმივი.

ამჯერად, ბრიტანული გამოცემა Express-ი ერთ-ერთ ემოციურ დეტალს გვახსენებს, რომელიც ლედი დაიანას დაბადებას ეხება. წყარო 1997 წელს გამოქვეყნებულ სტატიას იმოწმებს და აღნიშნავს, რომ ლედი დაიანა, რომელიც 1961 წელს სენდრინგემში დაიბადა, არ ყოფილა ოჯახის სასურველი წევრი.

საქმე იმაშია, რომ ოჯახს უკვე ჰყავდა ორი გოგონა, "მისი დაბადება მამისთვის დიდი იმედგაცრუება იყო, რადგან დიდხანს ნატრობდა მამრობითი სქესის მემკვიდრეზე. მისთვის (დაიანასთვის) ბავშვობა მარტოსული იყო და დაიფიცა, რომ საკუთარ შვილებს იმავე განსაცდელის წინაშე არასდროს დააყენებდა," - აღნიშნულია სტატიაში.